ბიურომ ნიკა მელიას დაკავებაზე პროკურატურის მოთხოვნა კომიტეტებს გადაუგზავნა

ბიურომ ნიკა მელიას დაკავებაზე პროკურატურის მოთხოვნა კომიტეტებს გადაუგზავნა. ამის შესახებ ბიურომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
ახლა საკითხი პლენარულ სხდომაზე გატანამდე იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საქმეთა კომიტეტებმა უნდა განიხილონ.
დღეს, 25 ივნისს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ მიმდინარე საქმეზე ისაუბრეს. პროკურორის თქმით, მათ მიმართეს პარლამენტს, რათა მიიღონ ნებართვა დეპუტატის დაკავებაზე. მელიას იმუნიტეტი იცავს და მის დასაკავებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.
მელიას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით 4-დან 9 წლამდე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ძალადობრივი ჰგუფის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის დგება

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

“იქნებ გაჩერდეთ, სულ ცოტა ხანი მოითმინოთ” - დომენიკ მანგო თბილის პრაიდს ეხმაურება

კვი ივლ 7 , 2019
დომენიკ მანგო თბილისი პრაიდის განცხადებას ეხმაურება და საკუთარ გვერდზე საჯარო წერილს ავრცელებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ: “Tbilisi Pride მიხაროდა და ვამაყობდი, რომ როგორც იქნა შეიქმნა სუფთა სინდისის ორგანიზაცია, რომელიც ეტაპობრივად და გააზრებულად დაიცავდა უმცირესობების უფლებებს, მაგრამ დღენდელი განცხადებების შემდეგ მსუბუქად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ. ახლა ის დროა საქართველოში, როდესაც ყველა მხარე […]