გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომამდე ბრიფინგების ფორმატი გააუქმა

ახალდანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომამდე ბრიფინგების ფორმატი გააუქმა. გახარიას გადაწყვეტილებით, სხდომის დაწყების წინ მედიას პრემიერის მიმართვის ჩაწერის საშუალება ექნება, თუმცა დღევანდელისგან განსხვავებით სხდომა პირდაპირ ეთერში არ გავა. ამის შესახებ On.ge-ს მთავრობის პრესსამსახურმა განუცხადა.

გარდა ამისა, გახარიას თქმით, მთავრობის სხდომები ხუთშაბათობით, დილის ათ საათზე გაიმართება. მისივე თქმით, ყოველი სხდომის შემდეგ მინისტრები მედიასთან ჩავლენ და არამხოლოდ სხდომაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრებენ, არამედ საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა კითხვებსაც უპასუხებენ. თუმცა, უცნობია უპასუხებს თუ არა ჟურნალისტების კითხვებს თავად პრემიერი.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

თბილისში მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება

პარ სექ 13 , 2019
თბილისში რუსი კომიკოსისა და მომღერლის, მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება. თავდაპირველად ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა, კონცერტის ორგანიზატორად Tickets Online GROUP არის მითითებული. მათი განცხადებით, ადგილი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, მათივე თქმით, გალკინის კონცერტი 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი. საქართველოში რუსი მომღერლებისა და რუსეთში მოღვაწე მუსიკოსების კონცერტებს ყოველთვის თან ახლავს პროტესტი. მიმდინარე წლის ზაფხულში […]