გორის მუნიციპალური სამსახურის დაშავებული თანამშრომელი კლინიკაში გარდაიცვალა

გორის კლინიკაში გარდაიცვალა მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც 22 ივლისს მძიმედ დაშავდა სატვირთო ავტომანქანიდან გადმოვარდნის შედეგად.

Qartli.ge-ს ინფორმაციით, 57 წლის ნუგზარ ლამაზოღლი ავტომობილის საბარგულიდან ბანერთან ერთად გადავარდა და მძიმედ დაშავდა. ბანერი მოდის კვირეულის Fashion Week-ის იყო.

22 ივლისის შემდეგ ლამაზოღლი გორის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. ექიმების ინფორმაციით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის შვილი გამოძიებას ითხოვს იმის დასადგენად, რატომ აღმოჩნდა მამამისი სატვირთო ავტომანქანაზე, მაშინ როცა, ეს არ ევალებოდა და დასუფთავების სამსაახურში მუშაობდა.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ზეგანაკვეთური მუშაობის გამო ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოში ჩუსტებით მივიდა

ხუთ ივლ 25 , 2019
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტებით მივიდა. ამით დოლიძემ საბჭოში გვიანობამდე მიმდინარე გასაუბრება გააპროტესტა და თქვა, რომ კანდიდატებს კომფორტი უნდა შეექმნათ. დოლიძის განცხადებით, არასამუშაო საათებში გასაუბრებით შრომითი უფლებები ირღვევა. დოლიძეს საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა უპასუხა. გვრიტიშვილის თქმით, საბჭოს მდივანს შუამდგომლობას წარუდგენს, რომ ზეგანაკვეთური […]