ვინ არიან გურამიშვილზე ჩაცხრილული 20 და 21 წლის ძმები

თბილისში, გურამიშვილის 78 ნომერში 20 და 21 წლის ბიჭები ჩაცხრილეს.

მეზობლების თქმით, ერთ-ერთი მოკლული შაკო ტყემალაძეა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულები ძმები არიან. მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ ერთ მათგანს შუბლში აქვს ტყვია ნასროლი.

ცხედრები საცხოვრებელ სახლში კი მამამ იპოვა.მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა. 
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

მერიის წარმომადგენელი სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ხუთ ივლ 25 , 2019
მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე სატრანსპორტო რეფორმასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს.  როგორც ვიქტორ წილოსანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, იმისთვის რომ სატრანსპორტო კომპანიამ იფუნქციონიროს (ინვესტიციის გარეშე) საჭიროა ყველა მგზავრი იხდიდეს 1 ლარს. „1. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგების სრული საინვესტიციო ღირებულება შეადგენ (მილიარდ ხუთასი მილიონ ლარს) 1 500 000 000 (დედაქალაქის წლიური ბიუჯეტი […]