ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებაზე – დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე, ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუხა ხაზარაძის განცხადებით, არჩევნებამდე არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან ის თანამშრომლობას არ აპირებს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ანაკლიაში, მოძრაობის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ორგანიზაციას გადაწყვეტილი აქვს 2020 წლის არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, პარლამენტში მოხვედრის შემდეგ კი, ქვეყნის საკეთილდღეოდ იმოქმედებს.

„ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებისთვის, ამას ვაცხადებთ მთელი სერიოზულობით. იმიტომ, რომ ამ მოძრაობაში, ამ პარტიაში გაერთიანებული იქნებიან ადამიანები, რომლებსაც კონკრეტული შედეგი აქვთ დადებული თავიანთ სფეროებში, სხვადასხვა დისციპლინებში და ინდუსტრიებში. არავისთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე. ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ნურანაირი ჭორებს ნუ აყვებით. ჩვენ ღია ვართ მედიისთვის. ყველასთან ვისაუბრებთ, მთელ სპექტრს გავესაუბრებით, მაგრამ დამოუკიდებლად, ახალი ძალებით მივალთ არჩევნებზე. არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე. როცა მოვხვდებით პარლამენტში გამარჯვებულები, იქ გადავწყვეტთ ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა ხაზარაძემ.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ილია მეორე განცხადებას აკეთებს

ხუთ სექ 12 , 2019
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა: ეს გასაგებიცაა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი ელოდება დადებით ცვლილებებს. სამწუხაროდ, ამ ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა მოსახლეობის ყოფითი პრობლემების დაძლევა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის […]