თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, 2003 წლის კამპანია და ვარდების რევოლუცია მისი დაფინანსებულია

22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილების დაყადაღებაზე უარი უთხრა.

მან კიდევ ერთხელ თქვა, რომ 2007 წელს რუსთავი 2-ის წილების ყიდვისას დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ჯემალ იმნაიშვილის მეშვეობით 1 200 000 დოლარი გადაუხადა და ჯორჯიან ონლაინის მისი კუთვნილი ათპროცენტიანი წილი გადაუფორმა.

ოქრუაშვილის მტკიცებით, ეს თანხა მოიზიდა იმ ადამიანებისგან, რომელთა სახელებს ნებართვის გარეშე ვერ დაასახელებს. გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ თანხის მოზიდვისთვის თანამდებობა არ გამოუყენებია.

“მე მქონდა გარკვეული კავშირები მაშინაც, მანამდეც და მას მერეც”, — აღნიშნა ოქრუაშვილმა პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ როგორ მოიზიდა მან საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა, რაზეც ოქრუაშვილმა უპასუხა:

“თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ 1 200 000 რა პატარა თანხაა იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მე მქონდა, დაახლოებით, იმისთვის, რომ ამ ტიპის ფული მეშოვა… კონსპირაციების თეორიებს რომ აწყობთ და ამბობთ, თითქოს სოროსმა დააფინანსა ვარდების რევოლუცია ან ბიძინა ივანიშვილმა, 2003 წლის მთლიანი კამპანია, მათ შორის ვარდების რევოლუცია, ჩემი დაფინანსებულია. მაშინაც მქონდა ამის ბერკეტი”.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

მორიგი თავდასხმა: ტრამპი ოთხი კონგრესმენი ქალისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ორშ ივლ 22 , 2019
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავდასხმას აგრძელებს ოთხ კონგრესმენ ქალზე, რომლებიც მის პოლიტიკას აკრიტიკებენ. პრეზიდენტი მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვს მაშინ, როცა მას რასიზმში ადანაშაულებენ. ტრამპის განცხადება მიმართულია დემოკრატი კონგრესმენების ალექსანდრია ოკასიო-კორტესის, აიანა პრესლის, რაშიდა ტლაიბისა და ილჰან ომარის მიმართ. “მე არ მჯერა, რომ ამ ოთხ კონგრესვუმენს ჩვენი ქვეყნის სიყვარული შეუძლია. საშინელი […]