თბილისის კლინიკებში აქციაზე დაშავებული 55 პაციენტი ამ დრომდე მკურნალობს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით ამ დროისთვის კლინიკებში 54 პაციენტი რჩება, მათგან 2 რეანიმაციულ განყოფილებაშია. 

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 240 პაციენტიდან საავადმყოფოებში 21 ივნისის მონაცემებთ 55 პაციენტი იმყოფებოდა. 

240-დან 80 იყო პოლიციელი. შსს-ს ინფორმაციით, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის დაკავებულია აქციის 305 მონაწილე.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ანტისაოკუპაციო აქცია თბილისში - Amnesty International-ი პოლიციის ქმედებების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

შაბ ივნ 22 , 2019
Amnesty International-ი თბილისში, ანტისაოკუპაციო აქციის დროს პოლიციის ქმედებების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. ადამიანის უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც სამართალდამცველების მიერ ძალის გამოყენებაზე დაუყოვნებლივი, სრულყოფილი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზეა საუბარი. გაუზიარე მეგობრებს: ინფორმაცია ავტორზე მარიამ ახალკაცი https://ctmtv.ge See author's posts