თბილისი პრაიდი: ღირსების მარში ძალაშია და მის გაუქმებას არ ვაპირებთ

მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას, – ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. 

“საჯარო მსვლელობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშსწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.

ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.

სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეში ვართ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.

ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შემოგვიერთდით!”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

"რუსებო ვერ აჯობებთ საქართველოს ! "

პარ ივნ 21 , 2019
რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას მოჰყვა ქართული საზოგადოების, დიდი ნაწილის აღშფოთება. რაც მშვიდობიანი აქციით გამოიხატა. აქციის დაწყებიდან რამოდენიმე ხანში შსს-მ გამოაცხადა სრული მობილიზება საქართველოს პარლამენტში სადაც შეიყვანეს ავტობუსები,რომელშიც ფარები და ცეცხლსადენი გაზი და სპეციალური ტექნიკა იქნა მომარაგებული . აღნიშნულ ინფორმაციას ავრცელებდა რუსთავი-2 ის ჟურნალისტი, რომელიც დეპუტატ ნიკა […]