თბილისში მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება

თბილისში რუსი კომიკოსისა და მომღერლის, მაქსიმ გალკინის კონცერტი იგეგმება. თავდაპირველად ინფორმაცია Facebook-ზე გავრცელდა, კონცერტის ორგანიზატორად Tickets Online GROUP არის მითითებული. მათი განცხადებით, ადგილი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა, მათივე თქმით, გალკინის კონცერტი 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.

საქართველოში რუსი მომღერლებისა და რუსეთში მოღვაწე მუსიკოსების კონცერტებს ყოველთვის თან ახლავს პროტესტი. მიმდინარე წლის ზაფხულში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო ბათუმში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა ჯგუფმა A-Studio-მ.

პირველ ივლისს რუსეთი პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსი არტისტების ყოფნა საქართველოში სახიფათოა.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ლელო'' დააფუძნა

პარ სექ 13 , 2019
მამუკა ხაზარაძემ ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ლელო“ დააფუძნა.პრეზენტაცია დღეს აფხაზეთიდან 4 კილომეტრში ანაკლიაში ზღვის ნაპირზე გაიმართა. ამის შესახებ ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: მამუკა ხაზარაძემ მკაფიოდ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, მისი განახლების მნიშვნელობაზე და საქართველოს მოქალაქეებისთვის დადებითი დღის წესრიგის შექმნის აუცილებლობაზე. ანაკლიაში შეკრებილმა წარმატებულმა ეკონომისტებმა, იურისტებმა, ბიზნესმენებმა, […]