იენს სტოლტენბერგი: ნატო მზად უნდა იყოს რუსეთთან 1987 წლის შეთანხმების შეწყვეტისთვის

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ალიანსის წევრებს მოუწოდებს მზად იყვნენ “საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების” მოქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ სტოლტენბერგმა Der Spiegel-თან ინტერვიუში თქვა. ინფორმაციას DW-ს რუსული გამოცემა ავრცელებს.

სტოლტენბერგის განცხადებით, სამწუხაროდ არ ჩანას არანაირი ნიშანი იმის, რომ რუსეთი მზად არის შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

ცოტა ხნით ადრე Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებდა, რომ რუსეთმა შეწყვიტა საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შესრულება “და ამით სერიოზული საფრთხე შეუქმნა ჩვენს უსაფრთხოებას”.

“მოსკოვმა თავისი ბოლო შანსი უნდა გამოიყენოს რათა გადარჩეს ეს შეთანხმება”, – თქვა სტოლტენბერგმა და ამასთან განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე შეიმუშავა ახალი საშუალო რადიუსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა და ის განალაგა კიდეც, თუმცა არ დაუკონკრეტებია სად.

საშუალო და ახლო მოქმედების რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება (Intermediate-Range Nuclear Forces (INF)) სსრკ-ის მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს რონალდ რეიგანს შორის 1987 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა. ეს ცივი ომის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეთანხმებად მიიჩნევა. მაშინ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უარი თქვა საშუალოდ ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე და არსებულის განადგურებაზე შეთანხმდნენ. ასეთ რაკეტებს მიზნამდე მიღწევა რამდენიმე წუთში შეუძლიათ.

შეთანხმების პრეამბულაში წერია, რომ მხარეებმა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტეს, რამეთუ იაზრებენ, რომ “ბირთვულ ომს მთელი კაცობრიობისთვის დამანგრეველი შედეგები ექნება”. შეთანხმება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.

რუსეთმა „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება“ მიმდინარე წლის მარტში დატოვა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

აბიტურიენტების პროტესტი და ორშაბათს დაგეგმილი აქცია განათლების სამინისტროს წინ.

პარ აგვ 2 , 2019
აბიტურიენტები თხოვნით მიმართავენ განათლების სამინისტროს.პეტიციის შინაარსი ასეთია :იმ ბავშვებმა რომლებმაც ჩააბარეს 3 საგანი და ვერ გადალახეს უნარებში ბარიერი უფლება მიეცეთ მონაწილეობა მიიღონ სკალირებაში და დაემატოთ გადამსველი ქულა რათა არ გაუცდეთ კიდევ 1 წელი იმ საგნის გამო რომელსაც მომავალ წელს ხსნიანნ. სწორედ ამ მიზნით იგეგმება აქცია განათლების სამინისტროსთან ორშაბათს 16:00. გაუზიარე […]