“ ისე ძალიან მიყვარხარ , უნდა გაიგოს ქვეყანამ “ . მომღერალი გივიკო დიდია საკუთარ ბებიაზე

სოციალურ ქსელში მომღერალი გივიკო დიდიას და ნათელა ბებიას ვიდეოები ძალიან პოპულარულია . თითქმის ყოველდღე გივიკო თავის წილ პოზიტივს გვიზიარებს და ნათკა (როგორც თავად ეძახის მოფერებით ) ბებიას ძალიან პოზიტიურ ვიდეოებს აქვეყნებს. საზოგადოება ნათელა ბებიას ვიდეობს დიდი სიყვარულით ეხმაურება, მათ ისევე უყვართ ის როგორც საკუთარი ბებია . ვიდეოებიდან ნათლად ჩანს მათი გულწრფელი სიყვარული, ურთიერთგაგება , მზრუნველობა და სითბო. სწორედ ამ დამოკიდებულებამ გამოიწვია საზოგადოებაში მათდამი დიდი სიყვარული. გივიკოს უდიდესი სურვილია დაეხმაროს გაჭივებულ მოხუცებს, ამის შესახებ მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა სადაც უამრავმა ადამიანმა გამოიჩინა ინიციატივა . ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:“ კარგი ბებიას გაზრდილი შვილიშვილი ვერ იქნება ცუდი ” .

პ.ს მე კარგი შვილიშვილები მჭირდება , რომ დავეხმაროთ მარტო დარჩენილ მოხუცებს .
თქვენ ჩემი გვერდის საშუალებით შეძლებთ ხალხს მიაწვდინოთ ხმა , რომ
“ ვიღაცას ძალიან უჭირს “ .
დარწმუნებული ვარ ბევრი სიკეთეს აუცილებლად ჩაიდენს .

რას იტყვით , მოგწონთ იდეა ?

პ.ს რაც თავი მახსოვს ულუკმაპუროდ დარჩენილი მოხუცები მეცოდებიან.
მინდოდა ეს ინიციატივა თქვენამდე მომეტანა, გავერთიანდეთ სიკეთის საკეთებლად, დავეხმაროთ მოხუცებს რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. #სიკეთეგადამდებია
გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ანგელა მერკელი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს

ოთხ სექ 11 , 2019
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. პრესრელიზში წერია, რომ კანცლერი მერკელი მილოცვაში ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესში: “მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. […]