“იქნებ გაჩერდეთ, სულ ცოტა ხანი მოითმინოთ” – დომენიკ მანგო თბილის პრაიდს ეხმაურება

დომენიკ მანგო თბილისი პრაიდის განცხადებას ეხმაურება და საკუთარ გვერდზე საჯარო წერილს ავრცელებს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“Tbilisi Pride მიხაროდა და ვამაყობდი, რომ როგორც იქნა შეიქმნა სუფთა სინდისის ორგანიზაცია, რომელიც ეტაპობრივად და გააზრებულად დაიცავდა უმცირესობების უფლებებს, მაგრამ დღენდელი განცხადებების შემდეგ მსუბუქად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ. ახლა ის დროა საქართველოში, როდესაც ყველა მხარე უნდა გაჩუმდეს, რადგან უმარტივესად მანიპულირებადია ყოველი დაძაბულობა და დაპირისპირება ხალხთაშორის. მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რუსული (საინფორმაციო) ჰიბრიდული ომი, როდესაც უკვე 18 დღეა აქციები იმართება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, მაშინ როდესაც თითქმის ყველა ფორმით მიმდინარეობს ქვეყანაში დასავლეთის დემონიზირება და ხალხი მრავალნაწილადაა დაყოფილი – თბილისი პრაიდის მოწყობა არის ანტისახელმწიფოებრივი და წარმოადგენს უდიდეს რისკს ქვეყნისათვის.

  1. თუ გახარია პრაიდს არ დაიცავს, ამ შემთხვევაში მას ხელში აიტაცებს ხალხი, რადგან მოქალაქეების უმეტესი ნაწილი ჰომოფობიური დამოკიდებულებითაა განწყობილი.
  2. რუსეთი აუცილებლად ისარგებლებს ამით და ქართველ ხალხს თავს ალტერნატივად წარმოუდგენს, სადაც არ არის ე.წ “გარყვნილება”, ხოლო ამ ფონზე ევროპას “გარყვნილების” სავანედ წარმოაჩენს და სერიოზულად დააზიანებს ამით ქვეყნის პრო-ევროპულ გეზს.
  3. საპატრიარქო მოახდენს სიძულვილის ჯგუფების წახალისებას, რაც კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ დააყენებს მოქალაქეების უსაფრთხოებას – ეს კი ეჭვქვეშ დააყენებს ქვეყნის ასოცირების ხელშეკრულებას; მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების არარსებობის შესახებ. ზემოჩამოთვლილი გააორმაგებს რუსეთის დომინირებას ჩვენს ქვეყანაში.
  4. აქცია, რომელიც 18 დღეა მიმდინარეობს და რომელშიც ათასობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, გადაიფარება და დაკარგავს მუხტს, ხოლო ბოტებისთვის კი მილიონი ახალი მიზეზი იარსებებს ქვეყნის ყველაზე მოაზროვნე ნაწილის დემონიზირებისთვის.

ამ პოსტის გამო ჰომოფობობა ვინც დამწამოთ, იქნებით არაადამიანები! იქნებ გაჩერდეთ, უბრალოდ სულ ცოტა ხანი მოითმინოთ, რომ ჩაწყნარდეს მწვავე პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში. თქვენ ისტორიული რისკის ქვეშ აყენებთ ქვეყანას, რომელიც სისხლის ფასად ცდილობს რუსული მარწუხებისგან გათავისუფლებას!

კეთილი სურვილებით,
მანგო”

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა ზურაბ ბუდაღაშვილის მხარდამჭერი აქცია.

პარ ივლ 12 , 2019
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გაიმართა საპროტესტო აქცია, აქტივისტები ითხოვდნენ უკანონოდ დაპატიმრებული ზურაბ ბუდაღაშვილისს გათავისუფლებას.ზურაბის დედის(მაგული გობეჯიშვილის კომენატარი) „ზურა აქციაზე შემთხვევით მოხვდა. მისი მეგობარი მიდიოდა და გაჰყვა. როცა მივიდა აქციაზე, ნახა რომ მის გვერდით გოგონა წაიქცა და ტკივილისგან ტიროდა და წიოდა. ზურამ გამოსტაცა პოლიციელებს ხელიდან ხელკეტი და ფარის წართმევას რომ უპირებდა და […]