ლევან ვასაძე ლგბტ პრაიდის წინააღმდეგ.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში მხარდამჭერებთან შეკრება ლოცვით დაიწყო.
ვასაძემ თქვა, რომ დღეს ვერის ბაღში შეკრების მიზეზი სამშობლოსთვის არეულობის თავიდან აცილებაა.
„არ შევკრებილვართ აქ მიტინგობისთვის. საქმე გვაქვს გასაკეთებელი. დღეს მოვახდენთ სახალხო რაზმებად თვითორგანიზებას. ამ რაზმების სტრუქტურა იქნება მარტივი, იერარქიული და ერთმანეთზე აწყობილი.
ათეულები გვეყოლება, ეს ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით და ასეულები შეიკრიბება ათასეულებად და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა და სტილი იქნება მშვიდი და აუღელვებელი“, – თქვა ვასაძემ. 
მისივე თქმით, „რაზმები“ ერთი კვირის განმავლობაში გაინაწილებენ თბილისს.
„ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ”, – თქვა ვასაძემ.
მისივე თქმით, „ყველას ვისაც სურს, იარაღით მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია და იგინოს, იფურთხოს, მისი ადგილი მათ გვერდით არ არის“.
„ზვარაკად უნდათ, რომ იქეთ მხარედ შესწირონ არასამთავრობოს წევრი, ან მამათმავალი და მერე ჩვენ დაგვაბრალონ. ყველას ვინც ამ უდიდეს ცოდვას ჩაიდენს, საქართველოს მტერია და ჩვენ მასთან არ გვაქვს კავშირი“, – თქვა ბიზნესმენმა.
ბიზნესმენმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და კორდონის გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობის კონტექსტში თქვა, რომ კორდონს გაარღვევენ. 
„როდესაც ჩვენ დავალაგებთ ჩვენი სამხედროების, მორაგბეების და მოჭიდავეების ხელმძღვანელობით კორდონების გარღვევის სტრატეგიებს – ეს იქნება ათეულების დარტყმები ამ კორდონებზე. ჩვენ გვესმის, რომ პირველი ათეული შევა, ვერ გაანგრევს, მაგრამ არევს, მეორე დაასუსტებს და მესამე შევა, მეოთხე, მეხუთე ხომ შევა. ჩვენ ეგ არ გაგვიჭირდება, ქართველმა კაცმა იცის, რომ უნდა დაეცეს იმისთვის, რომ დროშა წინ წავიდეს. მინდა გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები – არაფერი შეგეშალოთ, ძმებო. კორდონების, თუ თქვენს ხელმძღვანელობას ჭკუა არ ეყო და მაინც დაგაყენეს იქ, გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს იმიტომ, რომ მაგ შემთხვევაში მიიღებთ პასუხს. ჩვენ არ მოვალთ იქ იარაღით, ჩვენ მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით“, – განაცხადა ვასაძემ.
ლევან ვასაძის განცხადებითვე, მას სურს ძმაკაცობა როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან. 
„მე მინდა ძმაკაცობა რუსეთთან იმ პირობით, რომ აფხაზეთს და ცხინვალს დაგვიბრუნებენ“. 
ბიზნესმენმა აშშ-ის პრეზიდენტს ვერის ბაღიდან ინგლისურ ენაზე მიმართ

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

კვლევა: აშშ-ში ძლიერი სიცხის გამო ათასობით ადამიანს სიკვდილი ემუქრება.

კვი ივნ 16 , 2019
თუკი გლობალური დათბობა ზოგჯერ შორეულ ან აბსტრაქტულ საფრთხედ გვეჩვენება, ახალი კვლევის მიხედვით, ეს პრობლემა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. კვლევის თანახმად, გარემოში სათბური გაზების გამოყოფის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადაუდგმელობას ფატალური შედეგი მოჰყვება, კერძოდ კი გაზების გამოყოფის გამო ჰაერის ტემპერატურის გაზრდილი მაჩვენებელი (სიცხე) აშშ-ის მთავარ ქალაქებში ადამიანთა სიკვდილის მიზეზი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი NBC News-ზე დაყრდნობით წერს.კვლევის მიხედვით, თუ […]