“მაიმუნის წელიწადი ” პატი სმიტმა ახალი ავტობიოგრაფიული წიგნი დააანონსა

საკულტო ამერიკელი მუსიკოსი, პატი სმიტი ახალ მემუარზე მუშაობს.

ავტობიოგრაფიულ წიგნს მაიმუნის წელიწადი ჰქვია და მას გამომცემლობა Penguin Random House გამოსცემს.

“ამ წიგნის წერა 2016 წელს, ახალი წლის დღეს დავიწყე. ვწერდი კაფეებში და უცნაურ ზღვისპირა მოტელებში, წინასწარ განსაზღვრული ფორმის გარეშე, ვწერე იქამდე, სანამ ბოლოს წიგნად არ იქცა” – ამბობს მუსიკოსი თავისი ოფიციალური ინსტაგრამის გვერდზე.

გამომცემლების თქმით, მემუარში პატი სმიტი საუბრობს ახლობელი ადამიანების დაკარგვაზე, ასაკის მატებასა და დრამატულ ცვლილებებზე ამერიკის პოლიტიკურ ლანდშაფტში.

პატი სმითმა ავტობიოგრაფიული წიგნი 2010 წელსაც გამოუშვა, რომლის გამოც ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია მიიღო. მას უბრალოდ ბავშვებიჰქვია. 

გაუზიარე მეგობრებს:

სალომე პაპავა

პროფესია : ჟურნალისტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი -სეუს ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.

Next Post

ჰარი პოტერის 4 ახალი წიგნი გამოდის

პარ მაი 31 , 2019
ჯოან როულინგი ივნისში ჰარი პოტერის ოთხ ახალ ელექტრონულ წიგნს გამოუშვებს. ცნობილია რომ პირველი წიგნი 27 ივნისს გამოვა, თუმცა მკითხველს დიდხანს ლოდინი არც სხვა წიგნებზე დასჭირდება. წიგნები ილუსტრირებული იქნება. მათზე ლონდონელმა მხატვარმა, როან დენიელ ისონმა იმუშავა. წიგნები როულინგის ვებგვერდზე, Pottermore-ზე გამოქვეყნდება და მაგიის სამყაროს მიეძღვნება. თითოეულ მათგანში განვრცობილი იქნება ის გაკვეთილები, რომლებსაც წიგნის გმირები ჰოგვორტსის მაგიისა […]