მამუკა ბახტაძე თბილისი პრაიდზე: ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე

მინდა გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ვნებათაღელვა, საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებით, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ბოლო დღეების განმავლობაში რაც ჩვენ ვიხილეთ, გამოჩნდა რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე, მინდა, გადავუხადო პოლიციელებს მადლობა, ვინაიდან შეძლეს ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა, თუმცა აქვე მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა მოქალაქემ ჩემი შთაბეჭდილება – ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართელოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი.
არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და პრობლემა რაც არის, ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც თითოეული ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ, პრობლემები და გამოწვევები რაც არის, ეს არის პირველ რიგში ოკუპაცია და სიღარიბე და ჯობია, მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ მტკივნეული პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული
 
პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ლგბტ კვირეულის შესახებ ლევან ვასაძის ძალადობრივ მოწოდებებზე. 
გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ვანო ზარდიაშვილი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებაზე დაწყებული გამოძიება.

ორშ ივნ 17 , 2019
უმრავლესობის დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების შესახებ დაწყებული გამოძიება.როგორც ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული ვიდეოს გამავრცელებლები არიან ამორალური ადამიანები.„ამ ვიდეოს, როგორც ჩამწერი, ასევე გამავრცელებელი და ასევე ირიბად შემოქმედი ადამიანები ჩემი აზრით, არიან ამორალურები და უზნეოები. საგამოძიებო უწყებებს, შსს-ს, პროკურატურას მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება მალე […]