მამუკა ბახტაძე – სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, ყველა პირველკლასელი მას უფასოდ მიიღებს

მამუკა ბახტაძე – სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, ყველა პირველკლასელი მას უფასოდ მიიღებს

სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა, სადაც დააანონსა, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ ადაპტირებული ვერსია დაბრუნდება.

„იაკობ გოგებაშვილი თავის წიგნს როდესაც წერდა, მას სწორედ ეს განზრახვა ჰქონდა, რომ ეს წიგნი გადაცემულიყო თაობიდან თაობას, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ყველაზე წმინდა, ქართული ენა და ქართული ანბანი. შემდეგ მთელი ქართული განათლების სისტემა დაეფუძნა სწორედ იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ პრინციპს და ეს წიგნი თითოეული ქართველისთვის არის წმინდა და სათაყვანებელი, მაგრამ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან . სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა ,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

20-21 ივნისის საქმეზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

სამ ივლ 16 , 2019
20-21 ივნისის საქმეზე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს, რომელმაც იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე […]

You May Like