მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს

მომღერალი თიკა ჯამბურია დედასთან ერთად დააკავეს. ამის შესახენ ინფორმაციას Prime Time ავრცელებს. მათივე ცნობით, იგი პოლიციაში გადაიყვანეს, ხოლო ინციდენტი მანქანის არასწორ პარკირებას უკავშირდება.

გამოცემის ინფორმაციით, ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლები ამბობენ, რომ დაკავებულებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სამართალდარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

ხუთ ივლ 25 , 2019
ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სამართალდამცველებმა რამდენიმე წუთის წინ აიყვანეს. გაუზიარე მეგობრებს: ინფორმაცია ავტორზე მარიამ ახალკაცი https://ctmtv.ge See author's posts