პროკურატურა: 230-მდე პირი გამოიკითხა, 20-21 ივნისს, სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე

„ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე. საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

საქართველოს გენერალური პროკურატურა საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კვლავ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული.

პროკურატურა რეაგირების გარეშე არ დატოვებს გამოძიების დისკრედიტაციის არც ერთ მცდელობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ამავე დროს, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენენ ყველა იმ პირის ბრალეულობას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობას და მონაწილეობდნენ მასში პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა პარლამენტის წინ შიმშილობა შეწყვიტა

შაბ ივლ 13 , 2019
ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა პარლამენტის წინ შიმშილობა შეწყვიტა. ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ. ბექა ბასილაია 19 დღეა შიმშილობს, ვახტანგ სიხარულიძე კი 17 დღე. ორივე მათგანი პარლამენტან შეუძლოდ გახდა და მათ სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს. გაირკვა, რომ ორივე მათგანს სისხლში გლუკოზის დაბალი დონე ჰქონდა, ერთს კი მაღალი არტერიული წნევა. თავდაპირველად ისინი მედიკამენტების მიღებაზე და […]