რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა ვლადიმირ პუტინს თავისი ქალიშვილის მონათვლა სთხოვა

ცნობილ ამერიკელ რეჟისორს და შეთქმულების თეორიების მოყვარულს, ოლივერ სტოუნს რუსეთის პრეზიდენტის მიმართ თაყვანისცემა ადრეც არ დაუმალავს, მაგრამ ახლა მან ეს ყველაფერი უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. სტოუნმა შეხვედრაზე პუტინს სთხოვა, რომ მისი 22 წლის ქალიშვილი მონათლოს.

პუტინი: “მისი სურვილია, რომ მართლმადიდებელი გახდეს?”

სტოუნი: “გავხდით”

პუტინი: “კი ბატონო, მაგრამ ეს მასაც უნდა ვკითხოთ.”

შეხვედრა ივნისის შუა რიცხვებში გაიმართა, მაგრამ ტრანსკრიპტი პარასკევს, 19 ივლისს გავრცელდა. რეჟისორის და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ოლივერ სტოუნმა დოკუმენტური ფილმი დააანონსა, რომელიც მიზნად ისახავდა “უკრაინის მიმდინარე კრიზისის გამოძიებას.” თუმცა, ამის მაგივრად, როგორც ჩანს ის პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის და პუტინის მეგობრის, ვიქტორ მედვედჩუკის სარეკლამო ფილმი უფრო იქნება, ვიდრე რაიმეს რეალურად გამოძიება.

ამ “დოკუმენტური ფილმის” შესახებ პოზიტიური მოლოდინების შექმნა რუსულმა სახელმწიფო მედიამ თავის თავზე აიღო. ისე ასევე უკრაინულ არხზე, 112-ზე უნდა გასულიყო, თუმცა, არხმა განაცხადა, რომ პროტესტის ფონზე მაუწყებლობას წყვეტდნენ.

ოლივერ სტოუნმა შეხვედრაზე პუტინს უკრაინის მოვლენების გამო “მშვიდობისმყოფელი” უწოდა

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

კახი კალაძე: დიღმის ტყე-პარკში მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ საუბარი დიდი ტყუილია

კვი ივლ 21 , 2019
სიცრუეა, თითქოს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია გამოყენებული იქნება სამშენებლო მიმართულებით ან ავტოსადგომების მოსაწყობად. ეს ტერიტორია იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი სივრცე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა აღმაშენებლის ხეივანში, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ მდებარე „კია მოტორსის“ ცენტრის ტერიტორიის დათვალიერებისას, რომლის ადგილზე ახლო მომავალში თანამედროვე ტიპის დასასვენებელი სივრცე, ე.წ. ორანჟერეა აშენდება.  […]