რუსთავი 2 დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს

გვაქვს სანდო წყაროსგან ინფორმაცია რომ , ქიბარ ხალვაშმა არხზე დაცვის ახალი თანამშრომლები მიიყვანა, რომლებიც ძველის საქმიანობის შესრულება დაიწყეს. მისივე თქმით, ყველა მოქმედი თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და სამსახურში აღარ დაბრუნდება.

დატოვა თუ არა ტელევიზია დაცვის თანამშრომელმა, გიორგი სულაშვილმა, რომელმაც თვალი 20 ივნისის ღამეს დაკარგა, უცნობია. წყარო მის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს, სულაშვილი კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

არხიდან თანამშრომლების წასვლას წინ უსწრებდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 18 ივლისს გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე საქართველოს დარღვევა არ დაუდგინდა. ამავე დღეს არხის წილები გადაიფორმა ქიბარ ხალვაშმა და თანამდებობიდან გაათავისუფლა ნიკა გვარამია.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ფედერაციამ დააჯილდოვა მოჭიდავე, რომელსაც დოპინგისთვის ევროპის ჩემპიონატის მედალი ჩამოართვეს — IDFI

სამ ივლ 23 , 2019
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI-ს ინფორმაციით, ჭიდაობის ფედერაციამ ფულადი ჯილდო გადასცა სპორტსმენს, რომელსაც დოპინგის მოხმარებისთვის ევროპის ჩემპიონატის მედალი ჩამოართვეს. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სპორტსმენს ჯილდო მედლის ჩამორთმევიდან სამ თვეში გადასცეს. IDFI-კვლევაში აღნიშნულია, რომ მოჭიდავემ ბრინჯაოს მედალი 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოიპოვა და ამ შედეგისთვის 61 200 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო გაიცა როგორც […]