„რუსთავი 2″: როდის გაიხსენებს დაპირებას ქიბარ ხალვაში?

„რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრე ქიბარ ხალვაში ჯერჯერობით არ დაკავშირებია ტელეკომპანიის დამფუძნებლებსა და ყოფილ მფლობელებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს.

ქიბარ ხალვაშს 2015 წელს გაკეთებული აქვს საჯარო განცხადებები, რომ სწორედ დავით დვალს შესთავაზებდა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას, სასამართლო დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში და ასევე, დამფუძნებლებს – დვალსა და აქიმიძეს წილის ნახევარსაც დაუთმობდა.

ასეთი განცხადებები გაკეთდა, მაგალითად, 2015 წლის 6 ნოემბერს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. იქვე ჯარჯი აქიმიძემ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უფლებების აღდგენაზე საუბრის დაწყებამდე, ის, დავით დვალი და ქიბარ ხალვაში შეთანხმდნენ სამ პუნქტზე, რომლის დაცვის შემთხვევაში მათი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნებოდა.

  • პირველი პუნქტი – „ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, როგორც სახელისუფლებოს ისე ოპოზიციურს, სარედაქციო საქმიანობას წარმართავს ზოგადსაკაცობრიო და დემოკრატიული ფასეულობების შესაბამისად და ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით“;
  • მეორე პუნქტი – „ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური ვითარებისას, იქნება ობიექტური, ექნება ობიექტური და კრიტიკული საინფორმაციო პოლიტიკა და მნიშვნელოვნად წარმოდგენილი ანალიტიკური და საგამოძიებო ჟურნალისტიკა”;
  • მესამე პუნქტი – “ტელეკომპანია არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, პარტიების შემოწირულობითა და პოლიტიკური დაკვეთით, რაშიც არ იგულისხმება ფასიანი პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამა. ტელეკომპანია იარსებებს მხოლოდ კომერციული შემოსავლებით და ეს იქნება მისი დამოუკიდებლობის გარანტი“.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშს 18 ივლისს წერილობითი სახით მიულოცეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა იქვე დააზუსტეს, რომ სამართლიანობის აღსადგენად, ტელეკომპანია მის დამფუძნებლებს უნდა დაუბრუნდეს.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

გაბუნია ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას, მელაძის შეცვლა არ იგეგმება — პაატა სალია

კვი ივლ 21 , 2019
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, ტელეკომპანიაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება. მისი განცხადებით, ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია 2-თვიანი შეზღუდვის შემდეგ ტელევიზიაში დაბრუნდება და საქმიანობას გააგრძელებს. “ორი თვის შემდეგ, როდესაც მას მოეხსნება ის შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას”, — თქვა სალიამ გაბუნიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის ხელძღვანელს, […]