სალომე ზურაბიშვილის განცხადება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მზადაა, ბათუმის ახალ უნივერსიტეტში პირველი ლექცია ჩაატაროს. ის კავკასიის უნივერსიტეტის ახალი კამპუსისა და სკოლის მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა და უნივერსიტეტისა და სკოლის დაარსება რეგიონების გაძლიერების ერთ-ერთი გზაა.

“ამავდროულად, განათლება ჩვენი მთავრობის დღევანდელი პრიორიტეტია და ხვალ, ევროპულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველო მზადაა გახდეს ევროპული განათლების სივრცის სრულფასოვანი წევრი და საქართველოსთვის ევროპაში შესვლა პირველ რიგში სწორედ ევროპული განათლების სივრცის სრულ წევრობას ნიშნავს”, — თქვა პრეზიდენტმა.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

მოსკოვში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით 20 000-ზე მეტი ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს

კვი ივლ 21 , 2019
რუსეთში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება. სახაროვის მოედანზე 20 000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. აქციის მონაწილეები მოსკოვის სათათბიროს არჩევნებში დამოუკიდებელი და ოპოზიციონერი კანდიდატების დაშვებას მოითხოვენ, მათ საარჩევნო კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად ერთკვირიანი ვადა მისცეს. კომისიამ რეგისტრაციაზე უარი 10-ზე მეტ ოპოზიციურ და დამოუკიდებელ კანდიდატს უთხრა. მოსკოვის დუმის არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართება. არასაპარლამენტო პარტიებიდან […]