საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადება

 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებლისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვლება უკეთესობისკენ.
პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ მთის განვითარების ახალი სტრატეგია 2019-2023 წლებისთვის, რომელიც არის კიდევ უფრო ამბიციური, მასში გათვალისწინებულია თითოეული ნიუანსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ზუსტად ხუთი წლის წინ, 2014-2015 წლებში დაიწყო მუშაობა მთის კანონზე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება და ამავე დროს, მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან.
2016-2019 წლებში მაღალმთიანი განვითარების ფონდის ბიუჯეტმა 86 მლნ ლარი შეადგინა.
„წლების განმავლობაში ეს თანხა მოხმარდა ინფრასტრუქტურას, სოფლის მეურნეობას, სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებას. კანონის ამოქმედებიდან დღემდე სოციალური პროგრამების ფარგლებში გაიცა დაახლოებით 185 მლნ ლარი.
ჩვენს პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ მთის განვითარების ახალი სტრატეგია 2019-2023 წლებისთვის, რომელიც გახლავთ კიდევ უფრო ამბიციური, მასში გათვალისწინებულია თითოეული ნიუანსი, რომელიც გვაჩვენა პირველმა პროექტმა, რომ იყო აუცილებლად გასაკეთებელი. ეს არის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია, რომელიც ახალ დონეზე აიყვანს მთის განვითარებას საქართველოში. 
დღეს მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებების რაოდენობა არის 1 700-ზე მეტი და თითქმის 250 ათასი ადამიანი სარგებლობს ამ სტატუსით. საქართველოს მიერ დამტკიცებული მთის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შემდეგ 300 ათასზე მეტი მთის მცხოვრებლისთვის შეიცვლება რეალობა და მნიშვნელოვნად შეიცვლება უკეთესობისკენ. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ძალიან კარგ შედეგებს მოგვიტანს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

მამუკა ბახტაძე - სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, ყველა პირველკლასელი მას უფასოდ მიიღებს

სამ ივლ 16 , 2019
მამუკა ბახტაძე – სექტემბრიდან ქართულ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ დაბრუნდება, ყველა პირველკლასელი მას უფასოდ მიიღებს სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანების მოქმედების შედეგად, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ იქნა ამოღებული სასწავლო პროგრამიდან და ამან გამოიწვია ჩვენი საზოგადოების სამართლიანი და ობიექტური გულისწყრომა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვარიანში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში განაცხადა, […]