ტრაგედია რუსთავში – ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტრაგედია რუსთავში – ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდი პარკში ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ამინდის გაუარესების შემდეგ მაშველებმა მათ ტბიდან ამოსვლა მოსთხოვეს, თუმცა მოზარდმა ბანაობა მაინც განაგრძო და წყლის სიღრმეში ჩაყვინთა. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება

სამ ივნ 18 , 2019
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს შეხვდა.პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალი იყო მთავარი თემები, რომლის შესახებაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ბულგარეთის პრეზიდენტმა იმსჯელეს.რუმენ რადევმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს და ფიქრობს რომ ჩვენი ქვეყანა ნატოსთან სრულად თავსებადია. […]