ქართველი სუმოისტებისთვის აკო ბაშოს მეხუთე საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა

ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება იზეიმა იაპონიაში. აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბრო დღეს, ტოჩინოშინმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა მაეგაშირა, ტომოკაძეს წინააღმდეგ, რომელიც ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

ეს გამარჯვება ტოჩინოშინისთვის ბაშოზე მეორე გამოდგა და მისი ბალანსი 2-3-ზეა. ქართველი სუმოისტის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა, ტამავაში იქნება, ვისთანაც პირადი ბალანსი 18:10-ზე აქვს. კიდევ ერთმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ გაიმარჯვა. მან აკი ბაშოს მე-5 საშეჯიბროს დღეს მე-3 გამარჯვება ჯიუროს მე-11 ნომერ ჩიონოუმისთან მოიპოვა. ჯუღელმა მოწინააღმდეგეს ოშიდაშის ილეთით სძლია. მას ჯიუროს დივიზიონში დასარჩენად 5 გამარჯვება აკლია.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ირაკლი ღარიბაშვილის პირველი საკადრო გადაწყვეტილება

ხუთ სექ 12 , 2019
საქართველოს ახალ თავდაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილის თანამდებობაზე, რატი ბრეგაძე დაინიშნა. რატი ბრეგაძეს ერთხელ უკვე ეკავა მინისტრის მოადგილის თანმდებობა, 2012-2015 წლებში ის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ძალოვან უწყებაში დანიშვნამდე ბრეგაძე სხვადსახვა თანამდებობებს იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. რატი ბრეგაძესთან ერთად […]