ქუთაისში საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ბინა დაიწვა. შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენამდე სახლიდან ხმაური გამოდიოდა, ცეცხლი კი საწვავს მოეკიდა. კორპუსში რამდენიმე ბინა დაზიანდა.
„30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული“- აცხადებენ შსს-ში.



გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ტრაგედია რუსთავში - ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო

სამ ივნ 18 , 2019
ტრაგედია რუსთავში – ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდი პარკში ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ამინდის გაუარესების შემდეგ მაშველებმა მათ ტბიდან ამოსვლა მოსთხოვეს, თუმცა მოზარდმა ბანაობა მაინც განაგრძო და წყლის სიღრმეში ჩაყვინთა. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული. გაუზიარე მეგობრებს: ინფორმაცია ავტორზე მარიამ ახალკაცი https://ctmtv.ge See […]