შსს ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

“ნუ წაართმევ ბავშვობას”,- ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტრო 18-დღიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს, რომელიც ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ არის მიმართული:

“ქორწინების იძულება გახლავთ სისხლის სამართლის დანაშაული და მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ასეთი ფაქტის შესახებ, ის ადამიანები, რომლებიც ფლობენ ამის შესახებ ინფორმაციას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან დროული რეაგირების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ მძიმე შედეგები.

სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით გამოწვევას წარმოადგენს საზოგადოების ცნობადობის დაბალი დონე ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მომართვიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა გასულ წელს, წინა წელთან შედარებით”,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყება მაქსიმუმს გააკეთებს, რომ დამნაშავეებმა აუცილებლად აგონ პასუხი.

შსს-ს ინფორმაციით 2018 წელს არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

შსს-მ ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო.

ორშ ივნ 17 , 2019
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო.“საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია, კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი ხელმძღვანელობა, მასში გაწევრიანება ან მისი შექმნისკენ მოწოდება.ამასთან, ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა კანონით მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციაა. შესაბამისად, […]