შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ფოტო: ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. ამ პოსტზე მან ლონდა თოლორაია შეცვალა, რომელიც პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე აირჩია.

შსს-ს ცნობით, ნინო ცაციაშვილი პროფესიით სამართალმდცოდნეა და 2017 წლის დეკემბრიდან ამ დრომდე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, ლონდა თოლორაია პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე 11 ივნისს აირჩია. ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, 21 კი წინააღმდეგი იყო.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

რუსეთში ანტისახელისუფლებო აქციები იმართება

ხუთ ივლ 25 , 2019
რუსეთში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური წერს.  მოსკოვსა და პეტერბურგში მოქალაქეები ადგილობრივი არჩევნების თარიღის შეცვლასა და საარჩევნო კომისიების რეფორმირებას ითხოვენ. აქტივისტები ამბობენ, რომ საარჩევნო კომისიაში მთავრობის სასურველი კანდიდატები მუშაობენ და არჩევნების შედეგებს აყალბებენ. აქციაზე გასულმა დემონსტრანტებმა გუბერნატორის თანამდებობაზე ალექსანდრ ბეგლოვის კანდიდატურაც გააპროტესტეს და ის კორუფციასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში […]