“ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა”- მაჩალიკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოვიდა.
მან აქციის მონაწილებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, აქ შეკრებილებმა ბოროტი სისტემა უნდა დაანგრიონ.
“დღეს აქ, ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა. 10 თვე გავატარე თქვენი აქ გამოსვლის მოლოდინში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ. ალბათ, დღეს აქ ჩემს ადგილას თემირლანი იდგებოდა, ბოროტ, სისხლიან ხელისუფლებას რომ არ მოეკლა. ძალიან მიხარია, აქ რომ გხედავთ. იყავით ძლიერები. თქვენზე დგას ეს საქართველო. თქვენ უნდა შეცვალოთ ეს სიბოროტე და შემოიტანოთ კაცობა და პატრიოტობა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ეს ბოროტი სისტემა. სიცოცხლის ბოლომდე თქვენს გვერდით ვიქნები და ვიბრძოლებ ყველაფერში. ღმერთმა გაგვაძლიეროს ყველა,”- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

ვლადიმერ პუტინი რუსეთიდან საქართველოში ფრენებს კრძალავს

პარ ივნ 21 , 2019
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა. ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.პუტინი ასევე ავალებს ქვეყნის საგარეო საქმეთა […]