ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა პარლამენტის წინ შიმშილობა შეწყვიტა

ჯანმრთელობის გაუარესების გამო ორმა აქტივისტმა პარლამენტის წინ შიმშილობა შეწყვიტა. ისინი საავადმყოფოში გადაჰყავთ. ბექა ბასილაია 19 დღეა შიმშილობს, ვახტანგ სიხარულიძე კი 17 დღე. ორივე მათგანი პარლამენტან შეუძლოდ გახდა და მათ სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს.

გაირკვა, რომ ორივე მათგანს სისხლში გლუკოზის დაბალი დონე ჰქონდა, ერთს კი მაღალი არტერიული წნევა. თავდაპირველად ისინი მედიკამენტების მიღებაზე და საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ისინი შიმშილობას აღარ გააგრძელებენ.

კლინიკაში გადაყვანამდე ბექა ბასილაიამ მომიტინგეებს მიმართა და თქვა, რომ თავიდანვე აპირებდა შიმშილობას იქამდე, ვიდრე ამის საშუალებას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემდა. შესაბამისად, ის შიმშილობას ვეღარ გააგრძელებს და ამბობს, რომ ამის მიუხედავად გიორგი გახარიას გადადგომამდე პარლამენტთან აქციებს დაესწრება და პროტესტს ასე გამოხატავს.

გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 21 ივნისიდან მიმდინარეობს. რამდენიმე მომიტინგე პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავს. 

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

გაუზიარე მეგობრებს:

მარიამ ახალკაცი

Next Post

სალომე ზურაბიშვილი- დაველოდებით როგორ მოიქცევა რუსეთი სინამდვილეში

შაბ ივლ 13 , 2019
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის დაელოდება და დააკვირდება, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.ზურაბიშვილმა ასევე უპასუხა კრიტიკას მათი მხრიდან, ვინც მას რუსეთთან რბილი მიდგომის გატარებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ყოველი პოლიტიკოსი აუცილებლად აწყდება საპირისპირო აზრს.„მე ჩემი ხალხის დაცვა […]