“ჰუავეიმ” რუსეთში 5G ტექნოლოგიის განვითარებაზე შეთანხმება გააფორმა

ჩინურმა სატელეკომუნიკაციო გიგანტმა “ჰუავეიმ” რუსულ კომპანია MTS-თან მეხუთე თაობის კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, შეთანხმება გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიები ერთად იმუშავებენ რუსეთში 5G ტექნოლოგიის გავრცელება-დანერგვისათვის.

“ასოშეითედ პრესის” ცნობით, MTS აცხადებს, რომ საპილოტო პროექტი 2019-2020 წლებში განხორციელდება. შეთანხმება რუსეთში ჩინეთის პრეზიდენტის სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. თუმცა, ბოლო დროს ჩინური კომპანიის შესახებ ბევრი წინააღმდეგობრივი მოსაზრება არსებობს.

რამდენიმე დასავლურმა სახელმწიფომ, შეერთებული შტატების მეთაურობით, “ჰუავეის” პროტესტი გამოუცხადა და დაბლოკა, “ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით არსებული რისკების” მოსაზრებით. რუსეთთან გაფორმებული შეთანხმება კომპანიისთვის ერთგვარი შვება იქნება მას შემდეგ, რაც “ჰუავის” წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანია აგორდა და ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

ამერიკასა და ჩინეთს შორის “სავაჭრო ომად” მიჩნეული დაპირისპირება “ჰუავეისთან” დაკავშირებითაც სწორედ ვაჭრობის საკითხებზე საუბრით დაიწყო, თუმცა ახლა ტექნოლოგიის სექტორზეც მნიშვნელოვნად ისახება.

შეერთებული შტატები მოუწოდებდა მოკავშირე ქვეყნებს, დაებლოკათ “ჰუავეი”, სატელეკომუნიკაციო საშუალებების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი და არ მიეცათ მისთვის წვდომა 5G ტექნოლოგიებზე. შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციით, ამ მოწოდებების მიზეზი ის იყო, რომ ჩინეთის ხელისუფლებას კომპანიის მონაცემთა ბაზებზე მიუწვდებოდა ხელი და შეეძლო ისინი ფარული მიყურადებისა თუ თვალთვალისთვის გამოეყენებინა.

“ჰუავეი” ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ის ხელისუფლებისგან სრულიად დამოუკიდებელია. თუმცა, ზოგიერთმა ქვეყანამ მაინც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. მაგალითად, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ კომპანიას უარი უთხრა მეხუთე თაობის ტექნოლოგიების მოწოდებაზე

გაუზიარე მეგობრებს:

სალომე პაპავა

პროფესია : ჟურნალისტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი -სეუს ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი.

Next Post

წერეთლის გამზირზე მაშველებმა გარდაცვლილი ქალი ნახეს

კვი ივნ 9 , 2019
წერეთლის გამზირზე საცხოვრებელ სახლში მაშველებმა გარდაცვლილი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს გაუზიარე მეგობრებს: ინფორმაცია ავტორზე სალომე პაპავა https://ctmtv.ge პროფესია : ჟურნალისტი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი -სეუს ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. See author's posts

You May Like