Siemens-ის პროგრამისტმა, სისტემაში “ბაგ”-ი დაამონტაჟა.. მას 10 წელი ემუქრება

დევიდმა, 62 წლის პროგრამისტმა ა.შ.შ.-დან Siemens-ში მუშაობისას, იმისთვის, რომ სამუშაო არ დაეკარგა სისტემაში დაამონტაჟა “ლოგიკური ბომბი”. ასე უწოდებენ პროგრამას, რომელიც გარკვეულ პირობებში, რაიმე ქმედებას ანხორციელებს. დევიდის პროგრამა რეგულარულად აზიანებდა Siemens-ის სისტემას და იგი ამ შეცდომის გამოსწორებაში დიდ თანხას იღებდა. სინამდვილეში კი დევიდი უბრალოდ “ლოგიკური ბომბის აფეთქების” თარიღს ანაცვლებდა.

პროგრამისტის თაღლითობა მისივე შვებულების დროს აღმოაჩინეს, როდესაც დევიდს წვდომა სხვა პროგრამისებისთვის უნდა გადაეცა.

ახლა მას პატიმრობის 10 წელი ან $250 000 ჯარიმა ემუქრება. კომპანიამ $42 000 დახარჯა, მიყენებული ზიანის შეფასებაში.

შემდეგი სასამართლო ამ წლის ნოემბერშია დანიშნული, თუმცა დევიდმა უკვე აღიარა საკუთარი დანაშაული. მისი ადვოკატები ამბობენ, რომ დევიდის მიზანი არათუ გამდიდრება, არამედ საკმარისი თანხის მოპოვება იყო, რომელზეც მისი სიცოცხლე არის დამოკიდებული.

გაუზიარე მეგობრებს:

ლექვინაძე გიორგი

Next Post

სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარ ივლ 26 , 2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტუნისის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. “ჩემი გულწრფელი სამძიმარი ტუნისელ ხალხს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ პირველ პრეზიდენტ ეს-სებსის გლოვობს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ბეჯი კაიდ ეს-სებსი 92 წლის იყო. ის მძიმე ავადმყოფობის გამო საავადმყოფოში 27 ივნისს გადაიყვანეს. ტუნისის პრეზიდენტად ეს-სებსი 2014 წელს, 88 წლის ასაკში […]